გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის ციხის ფერდობზე, ტურისტების საფეხმავლო ბილიკზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

60 წლამდე კაცს თავის არეში ჭრილობები აღენიშნება.

მამაკაცი გამვლელებმა ნახეს და სწორედ მათ დარეკეს 112-ში.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მამაკაცს ლეიკემიის დიაგნოზი ჰქონდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვქონდეს.

ადგილზე მობილიზებულია პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.