გორში რესტორანში 18 წლის ჯარისკაცი დაჭრეს – „კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე”

გორში რესტორანში 18 წლის ჯარისკაცი დაჭრეს - „კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე"გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. 18 წლის დაჭრილი ჯარისკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ახალგაზრდას ბასრი საგნით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა.

„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი 3 ჭრილობა. ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაუკეთდა ოპერაცია. ამჟამად პაცინტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, დავით გასიტაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზე, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

იპნ