გრემში სახლი აფეთქდა – 12 წლის ბიჭი დაიღუპა

გრემში სახლი აფეთქდა - 12 წლის ბიჭი დაიღუპაუბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში – სოფელ გრემში ხანძრის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელმაც სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია, შემდეგ კი აფეთქება და ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე ამ დრომდე ცეცხლის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ნიუპოსტი