გრიგოლ ვაშაძე – ”ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას, ”ოცნებას” გავხევთ ნაკერავზე!”

გრიგოლ ვაშაძე - ”ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას, ”ოცნებას” გავხევთ ნაკერავზე!”არ ვიშლებით და ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია,- ასე მიმართა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ” ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

“ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ…გავხევთ ნაკერავზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას მინუს ერთი – ეს არ ნიშნავს ყველა ოპოზიციური პარტია მინუს „ქართული ოცნება“ . ეს ნიშნავს, ყველა რიგით მოქალაქეს მინუს „ქართული ოცნება“, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მინუს „ქართული ოცნება, სამოქალაქო საზოგადოებას მინუს „ქართული ოცნება“ , საქართველო მინუს „ქართული ოცნება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მთავრობის წარმომადგენლები და თანამდებობის პირები მომავალში პასუხს აგებენ ყველაფერზე, რაც ხდება.

„ოპოზიციის ოთხი მოთხოვნა იცით. ვადამდელი პროპორციული არჩევნები, ხომ გინდათ? კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ეძახის მთავრობას უნდა გადადგეს და მოვიდეს ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობა, ხომ გინდათ? ახალი წესით სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაკომპლექტებული ცესკო, რომ ეს კორუმპირებული, ნეპოტისტებით გავსებული ორგანო გავწმინდოთ და ხალხის სამსახურში დავაბრუნოთ, ხომ გინდათ? პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უპირობოდ, მყისიერად, სასწრაფოდ, ხომ გინდათ? ვაჟა გაფრინდაშვილის, რუსი ნაცისტების ტყვეობიდან გამოხსნა ხომ გინდათ? რაზეც თითს არ ანძრევენ. ჩვენი გმირი ექიმი, რომელიც გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გადავიდა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ესენი თამაშებს გვეთამაშებიან და სუს-ი ოპოზიციას დასდევს.

ყველას მინუს ერთი – ეს არ ნიშნავს ყველა ოპოზიციური პარტიას მინუს „ქართული ოცნება“. მეგობრებო, ეს ნიშნავს, ყველა რიგით მოქალაქეს მინუს „ქართული ოცნება“, ნიშნავს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მინუს „ქართული ოცნება, ეს ნიშნავს, სამოქალაქო საზოგადოებას მინუს „ქართული ოცნება“, ეს ნიშნავს საქართველოს მინუს „ქართული ოცნება“.

ერთი ადამიანი დგას აქ, რომელმაც შვიდი წლის განმავლობაში რამე იხეირა, თუ არა ფარცხალაძის და მსგავსი დაჯგუფების წევრმა?! ის ხალხი აქ არ დგას, ისინი ახლა თბილ კაბინეტებში სხედან და ათასი პოლიციელი რომ ჰყავთ შეყვანილი პარლამენტში, იმათ ზურგს უკან ცდილობენ დამალვას. პოლიციას მინდა ვუთხრა, ბიჭებო, ყველაფერი იცვლება ხომ იცით, თქვენ ხალხის სამსახურში ხართ, ამათ სამსახურში არ ხართ, კარგად დაფიქრდით, გავრილოვის ღამე აღარ გაიმეოროთ.

გუშინ ღამე გავათენე აქ და ბევრმა მითხრა, რა კარგი სიტყვები იყო, გავხევთ ნაკერავზეო. „ქართული ოცნების“ ნაკერავზე გახევის პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება. არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა მთლიანად ლეგიტიმაცია, მორჩა, როცა გეუბნება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა – ფეხებზე მკიდიხართ მოქალაქეებო, ფეხებზე მკიდიხართ ოპოზიციურო პარტიებო, ფეხებზე მკიდიხართ არასამთავრობო ორგანიზაციებო, კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ მის მოქალაქეს და თანამდებობის პირებს.

მინდა ვუთხრა, ახლა დაჯექით და „იუთუბში“ ნიურნბერგის პროცესის ყურება დაიწყეთ და ნახეთ, რომ ამბობენ, ჰიტლერმა დამავალა და გავაკეთეო. არ გამოგივათ. მარტო ბიძინა ივანიშვილს ნუ ცდილობთ, დააბრალოთ ყველაფერი და ნურც მომავალში ეცდებით, რადგან თქვენ, როგორც დეპუტატები, როგორც მთავრობის წევრები, თქვენ როგორც თანამდებობის პირები, პასუხს აგებთ, მორალურს მაინც“,-განაცხადა ვაშაძემ.