იაპონიის პრემიერის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

იაპონიის პრემიერის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდაიაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, დღეს, როდესაც იაპონიის მთავრობის მეთაური ტაილანდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტზე დასასწრებად მიფრინავდა, თვითმფრინავის უკანა ნაწილში ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც ეკიპაჟის წევრები სადილს ამზადებდნენ.

ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

პრემიერ-მინისტრის „ბოინგი“ იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ბალანსზეა, რომელიც ექსპლუატაციაში აპრილიდან შევიდა.