იაპონიის ყოფილი პრემიერი იასუჰირო ნაკასონე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

იაპონიის ყოფილი პრემიერი იასუჰირო ნაკასონე 101 წლის ასაკში გარდაიცვალაიაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იასუჰირო ნაკასონე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იასუჰირო ნაკასონე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1982-1987 წლებში იკავებდა. ის ცნობილია ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლით და ქვეყანაში რადიკალური რეფორმების განხორციელებით.

იპნ