ირაკლი კობახიძე: “200 ადამიანის ბრახუნს ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ”

ირაკლი კობახიძე: "200 ადამიანის ბრახუნს ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ"“ესენი არიან გამოუვალ მდგომარეობაში, ოპოზიცია არის მილევად რეჟიმში, შეხედეთ ვინ დარჩა, რის ამარა დარჩნენ, საკუთარი შვილების და ნათესავების ამარა, ისინი არიან გაკოტრებულები”

ეს განცხადება პარლამენტის ექსსპიკერმა ირაკლი კობახიძემ, დღეს ადრე დილით, პარლამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

კობახიძემ ოპოზიციას, რომელიც რამდენიმე დღეა პარლამენტის პიკეტირებას ახდენს დესტრუქციული უწოდა, ხოლო ოპოზიციონერი პარლამენტარების ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას სამარცხვინოები:

“ყველამ ნახეთ რა სამარცხვინოდ იქცეოდნენ გუშინ დეპუტატები ოპოზიციიდან ნიკა მელია და ელენე ხოშტარია, რომლებიც შევარდნენ პარლამენტში და დასდევდნენ დეპუტატებს” – თქვა კობახიძემ.

გურიის მოამბე