ისკოს შეძენა არსენალს სურს

ისკოს შეძენა არსენალს სურსლონდონის არსენალი მადრიდის რეალის ნახევარმცველით ისკო ალკორკონით დაინტერესდა, რომელიც რეალში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ისკოს შეძენა რამდენიმე იტალიურ გუნდს სურდა, მაგრამ ეს ტრანსფერები ჩაიშალა და ამჯერად ისკოს ინგლისური ვარიანტი გამოუჩნდა.

არსენალი მზად არის 50 მილიონი გადაიხადოს, თუმცა რეალს ეს თანხა არ აკმაყოფილებს და ისინი 70 მილიონს ითხოვენ. ისკომ შესაძლოა სამეფო კლუბი უკვე იანვარში დატოვოს.