იურგენ კლოპი:” უკეთესად უნდა გვეთამაშა”

იურგენ კლოპი:” უკეთესად უნდა გვეთამაშა”ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ნაპოლის დამარცხება ვერ შეძლო და ბოლო ტურის წინ მდგომარეობა ოდნავ გაირთულა, რადგან თეორიული შანსი არსებობს, რომ ლივერპული ჯგუფში დარჩეს. იურგენ კლოპმა ნაპოლისთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ ლივერპულს უკეთ თამაში მართებდა:

”შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ უკეთ უნდა გვეთამაშა. ზალცბურგთან ბოლო ტურში დაძაბული მატჩი გვექნება და არ უნდა მოვდუნდეთ”. ზალცბურგთან მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.