იუვენტუსის ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ელიან

იუვენტუსის ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ელიანიუვენტუსის ფეხბურთელები კრიშტიანო რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ელიან იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მილანთან მატჩის დროს სტადიონი თამაშის დამთავრებამდე დატოვა. რონალდუ 55-ე წუთზე შეცვალეს და ამის გამო მან უკმაყოფილება არც დამალა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მან იუვენტუსს გამარჯვება მიულოცა.

ტურინელების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ განაცახადა რომ მას რონალდუსთან კონფლიქტი არა აქვს და ყველაფერი პრესის მოგონილია. რონალდუს ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებია.