ივან რაკიტიჩით მადრიდის ატლეტიკო დაინტერესდა

ივან რაკიტიჩით მადრიდის ატლეტიკო დაინტერესდაივან რაკიტიჩი არ მალავს თავის უკმაყოფილებას სათამაშო დროის სიმცირის გამო ბარსელონაში და შესაძლოა ზამთარში მან გუნდი დატოვოს. რაკიტიჩის შეძენით საკმაოდ ბევრი კლუბია დაინტერესებული და მათ შორის არის მადრიდის ატლეტიკოც.

მადრიდელები მზად არიან ამ ტრანსფერში 45 მილიონი გადაიხადონ, თუმცა ბარსელონა 60 მილიონზე ნაკლებად რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს. ხორვატი ნახევარმცველის შეძენა ასევე მილანის ინტერს სურს და ამ გუნდს რაკიტიჩის გადმობირება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა.