კახა ოქრიაშვილი – “ვადამდელი არჩევნები იქნება”

კახა ოქრიაშვილი - "ვადამდელი არჩევნები იქნება"რა თქმა უნდა, სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა. თუ ეს ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

ის პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა და აქციის დარბევასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა.

„მე ვარ დეპუტატი, მე არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი. ეს კითხვა უნდა დაუსვათ შსს-ს წარმომადგენელს, რატომ მოხდა აქციის დაშლა,“ – აღნიშნა მან.

ოქრიაშვილის თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ქმედებებზე.

„მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, ასევე საპრეზიდენტო მმართველობას. ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა და მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ხედვებზე,“ – აღნიშნა მან.

იპნ