კალაძე ოპოზიციას – თუ ნაციონალებს და მათ განაყოფებს ჩამოშორდებით, 2020-ში პარლამენტში შეგიშვებთ

კალაძე ოპოზიციას - თუ ნაციონალებს და მათ განაყოფებს ჩამოშორდებით, 2020-ში პარლამენტში შეგიშვებთმივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მისივე თქმით, შედეგად, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.

„გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, – განაცხადა კალაძემ.