კარიმ ბენზემამ რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

კარიმ ბენზემამ რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმამადრიდის რეალის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის რეალში 2023 წლის ჩათვლით დარჩება. კონტრაქტის მიხედვით ბენზემა კვლავინდებურად რეალის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ბენზემას თქმით ის რეალიდან წასვლას არ აპირებს.

ფრანგი ფორვარდი სამეფო კლუბს 2009 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მან 480 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 233 გოლის გატანა შეძლო. ბენზემა რეალის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.