ხოსეპ გვარდიოლამ მსაჯები გააკრიტიკა

ხოსეპ გვარდიოლამ მსაჯები გააკრიტიკამანჩესტერ სიტიმ სტუმრად ლივერპულთან მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო 1:3 და ამ მატჩის შემდეგ გვარდიოლას გუნდი ლივერპულს უკვე 9 ქულით ჩამორჩება. შეხვედრის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა რომ მსაჯმა ლივერპულის კარში ორი პენალტი არ დანიშნა და ამან მატჩის შედეგზე გავლენა იქონია:

”არ მესმის რისთვის არის ვარი, თუ ასეთ ეპიზოდებში მათ სათანადო გადაწყვეტილება არ მიიღეს. ვფიქრობ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ ვარ. ლივერპულს უკვე სოლიდური უპირატესობა აქვს”.