კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი მოკლული იპოვეს

კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი მოკლული იპოვესტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს მთავარი სტილისტი რიკარდო მარკეს ფერეირა გუშინ, გვიან ღამით ციურიხის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკცი სასტუმროს თანამშრომელმა აღმოაჩინა. მისი თქმით, სტილისტი სისხლიან ლოგინში იწვა, ოთახში კი ალკოჰოლის სუნი იდგა. ფერეირას სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.

პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.

ნიუპოსტი