კუმისის ტბასთან 41 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კუმისის ტბასთან 41 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვესმარნეულში, კუმისის ტბასთან 41 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 41 წლის მამაკაცი ხანძრის შედეგადაა გარდაცვლილი.

უწყების ცნობით, გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ, მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. მათი თქმით, ის ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი გააჩინეს. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში უთხრეს, ამ ვერსიასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.