ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტში იჩხუბეს

ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტში იჩხუბესპარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.

მანამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი იყო. ისინი ერთმანეთს “ჩირგვებში დამალულს” უწოდებდნენ. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

შეხლა-შემოხლის გამო, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.