ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდაესპანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. რობერტო მორენოს ლუის ენრიკე შეცვლის, რომელმაც ეს თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. ამის მიზეზი მისი შვილის გარდაცვალება იყო, რომელიც სიმსივნეს ემსხვერპლა. ვარაუდობდნენ, რომ ლუის ენრიკე საერთოდ შეეშვებოდა მწვრთნელობას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ლუის ენრიკეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და ის საქმიანობას რამდენიმე დღეში შეუდგება. კატალონიელი სპეციალისტი ნაკრებს სათავეში 2018 წელს ჩაუდგა, მანამდე კი ის სამი წლის მანძილზე ბარსელონას თავკაცი იყო.