მბაპეს ყიდვა იუვენტუსსაც მოუნდა

მბაპეს ყიდვა იუვენტუსსაც მოუნდატურინის იუვენტუსი იმ გუნდების რიცხვს შეუერთდა რომლებსაც პსჟ-ს ფორვარდის კილიან მბაპეს ყიდვა სურთ. ტურინელები მზად არიან ამ ტრანსფერში 175 მილიონი გადაიხადონ, მაგრამ პსჟ მბაპეს დათმობას 200 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

იუვენტუსის გარდა მბაპეს ყიდვა მიუნხენის ბაიერნს და მადრიდის რეალს სურს და რეალი მიზანთან შედარებით ახლოს არის, რადგან მბაპემ ერთ-ერთ ინტერვიუში არ დამალა რომ მას რეალში სურს თამაში, თუმცა მბაპეს თქმით ის ჯერჯერობით პსჟ-ს ფეხბურთელია და მხოლოდ ამ გუნდზე ფიქრობს.