მესიმ ნეიმარს მისწერა: ”მინდა რომ ბარსელონაში დაბრუნდე”

მესიმ ნეიმარს მისწერა: ”მინდა რომ ბარსელონაში დაბრუნდე”ფრანგი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა იმ მესიჯის შინაარსი რომელიც ზაფხულში მესიმ ნეიმარს ვოთსაფის საშუალებით მიწერა. მესიჯში შემდეგ რამეს ვკითხულობთ:

”მინდა რომ ბარსელონაში დაბრუნდე. ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ორ წელიწადში მე წავალ და შენ ჩემს ადგილს დაიკავებ და ბარსელონას ლიდერი გახდები”.

ნეიმარი არ მალავს იმას რომ ბარსელონაში დაბრუნება სურდა, მაგრამ ზაფხულში ეს ტრანსფერი არ შედგა, რადგან პსჟ-მ ზედმეტად დიდი თანხა მოითხოვა. მომავალ ზაფხულში სავარაუდოდ ბარსელონა ისევ ეცდება ნეიმარის ყიდვას.