მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა – ”ჩვენს თავსაც გადავახტით და მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს” – ვიდეო

მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა - ”ჩვენს თავსაც გადავახტით და მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს” - ვიდეოდღეს კიევში მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა.

„დღეს გიორგობას, ჩვენ შევხვდით ძველ თანამებრძოლებთან და ოპონენტებთან ერთად. იმ ხალხთან ვისაც ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე, დღეს არის დიდი დღესასწაული და ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი რამე – ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, საქართველო და ჩვენი ამოცანაა, ახალ თაობას გავუხსნათ გზა საქართველოს გადარჩენისკენ და საქართველოს მართვისკენ, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს მადლობა გადაუხადა.

”ძალიან მადლობელი ვარ გუბაზისაც, ვალერისაც, ჩვენი ბიჭებისაც, რომ ჩამოვიდნენ აქ კიევში და ძალიან საინტერესო და ჩემთვის ნიშანდობლივი საუბრები გვქონდა.

ყველაფერს, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად გადახედავს ადამიანი და ბევრი რამე სხვანაირად ჩანს დროის გადასახედიდან.

ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ვერაფერი დაუდგება წინ”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გუბაზ სანიკიძემ გიორგობა მიულოცა საქართველოს.

”კიევის წმინდა მიწაზე ვართ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ტყუპისცალები ვართ გაჭირვებაში ჩვენ და უკრაინელები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით.

ჩვენ გადავდგით ნაბიჯი. გარკვეულწილად ჩვენს თავსაც გადავახტით და მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს, ჩვენს ეგოიზმს და მიგვაჩნია ერთი რამ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობაა ჩვენი გამოსავალი, ქართველი ხალხის დარაზმვაა გამოსავალი და ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამას, იმიტომ, რომ ჩვენ, წესით, უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების.

ამიტომ მრავალს დაესწარით, გაიხარეთ ქართველებო!” – თქვა გუბაზ სანიკიძემ.

ვალერი გელბახიანმაც ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

”ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემა, ამიტომ სახელმწიფოს მშენებლობის მომავლისთვის და ერის და სახელმწიფოს შეკვრისთვის საჭირო არის ერთიანობა”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს შეხვდა - ”ჩვენს თავსაც გადავახტით და მოვერიეთ ჩვენს შინაგან მეს” - ვიდეო