მოკლული გია ბედოშვილი ძმამ ხევში იპოვა – მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?

მოკლული გია ბედოშვილი ძმამ ხევში იპოვა - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?ტრაგედია გორის მუნიციპალოტეტში – სოფელ ოლოზში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. 33 წლის გია ბედოშვილის ცხედარი საკუთარმა ძმამ ხევში წუხელ გვიან ღამით, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლის თავის არეში ცეცლნასროლი ჭრილობა აქვს. ადგილობრივების ინფორმაციით, გია ბედოშვილი თანასოფლელებთან და ქალაქიდან ჩასულ მონადირებთან ერთად ხეობაში დილით გავიდა, მისი გაუჩინარების შესახებ კი ოჯახს საღამოს საათებში აცნობეს.
“ნიუპოტის” კორესპონდენტის ცნობით, ოლოზში ტრაგედიის გამომწვევ სავარაუდო ვერსიებზე საუბარი უჭირთ. პოლიციამ მონადირეები დაკითხა. საქმეს გორის პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, სოფელში სუიციდის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.