”ნაკლები უნდა ილაპარაკონ ერთმანეთზე და უნდა ესაუბრონ ერთმანეთს” – ევროკავშირის ელჩი ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზე

''ნაკლები უნდა ილაპარაკონ ერთმანეთზე და უნდა ესაუბრონ ერთმანეთს'' - ევროკავშირის ელჩი ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრაზესაქართველოში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ერთგულია. ჰარცელი ასევე იმედოვნებს, რომ ხვალინდელი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შედეგიანი იქნება.

“ველოდით დიალოგს, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ მხარეებმა ნაკლები უნდა ილაპარაკონ ერთმანეთზე და დროა ესაუბრონ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ უკვე ხვალ შედგება დიალოგი. მიგვაჩნია, რომ ის აუცილებელია და ეს დამოკიდებულია მხარეებზე, როგორი იქნება დიალოგი. ვიცით, რომ ერთ-ერთი საკითხი შეეხება გერმანულ მოდელს. მოუთმენლად ველით, რომ ფართო დისკუსია გაიმართება და საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდანაც ვიქნებით ამ დიალოგში ჩართული. ჩვენ რა თქმა უნდა გამოხატვის და სიტყვის თავისფულებას მხარს ვუჭერთ კანონის ფარგლებში”,-აღნიშნა ჰარცელმა.

გურიის მოამბე