ფოთში, დღეს დილით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ოფისთან შეიკრიბნენ. 100-მდე ადამიანი თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან.
„ჩვენი სურვილია დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ახალგაზრდებს სისხლით მონაპოვარი პროპორციული არჩევნები დავუბრუნოთ, “- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით ხომერიკმა.
იპნ

