ნიკო კოვაჩი ბაიერნის მწვრთნელი აღარ არის

ნიკო კოვაჩი ბაიერნის მწვრთნელი აღარ არისმიუნხენის ბაიერნი დროებით მწვრთნელის გარეშე დარჩა. ნიკო კოვაჩს აინტრახტთან გამანადგურებელი მარცხი არ აპატიეს და თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. აინტრახტთან ბაიერნმა 1:5 წააგო და მიუნხენელები სატურნირო ცხრილში ამჟამად მეოთხე ადგილზე არიან. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს კოვაჩის ადგილს და ამ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატია.

კანდიდატებს შორის არიან მასიმილიანო ალეგრი და ჟოზე მოურინიო, თუმცა ოფიციალურად ისინი ამას არ ადასტურებენ. ნიკო კოვაჩმა ბაიერნში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა.