ოლივიე ჟირუ თითქმის ინტერის ფეხბურთელია

ოლივიე ჟირუ თითქმის ინტერის ფეხბურთელიაოლივიე ჟირუს ინტერში ტრანსფერი უკვე თითქმის გადაწყვეტილი ამბავია და ჩელსი ინტერთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. ჩელსიში ჟირუს თითქმის არა აქვს სათამაშო დრო, ამიტომ მას ამ გუნდის დატოვება სურს, ხოლო ინტერი მშვენიერი ვარიანტია. ანტონიო კონტეს სურს რომ ჟირუ თავის გუნდში იხილოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჟირუს ტრანსფერი ინტერს 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც დღევანდელი საზომით საკმაოდ მცირე თანხაა. ოლივიე ჟირუ ჩელსიში შარშან გადავიდა, მანამდე კი 5 წლის განმავლობაში არსენალის ღირსებას იცავდა.