პარლამენტის ყველა შესასვლელს ბოქლომი ადევს

პარლამენტის ყველა შესასვლელს ბოქლომი ადევსპარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. ამ დროისთვის ყველა შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ადევს. ინფორმაცია ამის შესახებ”ინტერპრესნიუსს” “ევროპულ საქართველოში დაუდასტურეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა შენობის შესასვლელ ჭიშკრებს ბოქლომები ცოტა ხნის წინ დაადეს და როგორც განაცხადეს, გასაღები ხალხს გადაეცემა იმის ნიშნად, რომ შენობა ხალხის მიერ დაილუქა.

პარალელურად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია და სიტყვით გამოსვლები გრძელდება.