პარლამენტში პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტში პოლიციაა მობილიზებულიპარლამენტის ეზოში დილიდან სამართალდამცველების მობილიზებაა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის ავტომობილები დგას. ადგილზე, ასევე, მობილიზებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ავტობუსი, 112-ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო მანქანები.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაც. ოპოზიციის განცხადებით, ისინი უმრავლესობას 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

იპნ