პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავესპარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დაძაბული სიტუაციაა პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ნიკა მელია. ასევე ადგილზე იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და თორნიკე მამალაძე.

სპეცდანიშნულების რაზმი ცდილობს ტერიტორიიდან აქციის მონაწილეთა გაყვანას. ინტენსიურად ხდება წყლის ჭავლის გამოყენება.