პარლამენტთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაუშვა

პარლამენტთან სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გაუშვასამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გაუშვეს.

ზუბალაშვილების ქუჩაზე აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გაუშვეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა გაფრთხილება მიიღეს, რომ დაშლილიყვნენ.

წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეების ნაწილმა დატოვა ზუბალაშვილების ქუჩა, ნაწილი კი ისევ ცდილობს სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას.