შუშის სასახლის ამბები – ”პატრიარქის დასაცავად არ გამოვიდა ხალხი ქუჩაში და პროპორციული სისტემის დასაცავად გამოვა?!”

შუშის სასახლის ამბები - ''პატრიარქის დასაცავად არ გამოვიდა ხალხი ქუჩაში და პროპორციული სისტემის დასაცავად გამოვა?!''„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან ინფორმაციის გამომტანი ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„2020NEWS“-თვის ცნობილი გახდა იმ თათბირის დეტალები, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სოლოლაკის რეზიდენციაში, გაიმართა. წყარო ქვეყნის არაფორმალური ლიდერის გარემოცვაა.

„მონათა ამბოხის“ შემდეგ, რის მიხედვითაც „მაჟორიტარულ-ფეოდალური“ საარჩევნო სისტემა შენარჩუნდა და რასაც სრულიად სამართლიანად, პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, ბიძინა ივანიშვილმა „შუშის სასახლეში“ საკუთარი გუნდის ლიდერები შეკრიბა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მილიარდერი პოლიტიკოსი შეაფიქრიანა და საკუთარი გუნდი სათათბიროდ იხმო. ხალხი ქუჩაში გამოვა, ვითარება რთულიაო, – უთხრეს ივანიშვილს.

„თქვენი პატრიარქის, ჩვენი  პატრიარქის (მერე ჩააზუსტა) დასაცავად არ გამოვიდა ხალხი ქუჩაში და პროპორციული სისტემის დასაცავად გამოვა?!“ – უთქვამს ბიძინა ივანიშვილს  „ქართული ოცნების“ რჩეულთა შეხვედრაზე.

ჩვენი ინფორმატორის თქმით, შეშინებული და შეშფოთებული „ოცნებელები“ ივანიშვილს გაუმხნევებია: ვითარება კონტროლს ექვემდებარება და თუ ძალიან მოგვაწვებიან, მოვიფიქრებ, რა გადავუგდოთო.

როგორც 2020NEWS“-ის წყარო აცხადებს, ეს შეხვედრა 16 ნოემბერს, ოპოზიციის დაანონსებული ფართომასშტაბიან აქციამდე ერთი დღით ადრე მოხდა.