პატრიოტთა ალიანსმა ”ოცნებას” წითელი ბარათი უჩვენა და ოპერისკენ დაიძრა

პატრიოტთა ალიანსმა ”ოცნებას” წითელი ბარათი უჩვენა და ოპერისკენ დაიძრა„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან ოპერისა და ბალეტის თეატრისკენ მიემართებიან. როგორცრესპუბლიკის მოედანზე პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, სწორედ იქ გახდება მათი სამომავლო გეგმები ცნობილი და განცხადებებს პარტიის ლიდერები უკვე ოპერასთან გააკეთებენ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა და პოლიტიკური სპექტაკლი დადგა, ამიტომ დროა, მათ დაპირების შესრულება მოსთხოვონ.

“ქართველ ხალხს ვერავინ წაართმევს თავისუფალ არჩევანს. საკუთარ ხალხს არ უნდა მოუწყო პოლიტიკური სპექტაკლები. „ქართული ოცნება“ არ არის მართალი ხალხის წინაშე. ამიტომ ვიკრიბებით აქ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვუთხრათ, დროა, შეასრულოთ დანაპირები და უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. რა არის მთავარი და რა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში? იყო ტყუილი ტყუილი და ტყუილი. როცა გვეუბნებიან, რომ ქართველ ხალხს არ აინტერესებს საარჩევნო სისტემა, აბა, ავწიოთ წითელის ბარათები, არ აინტერესებთ? როგორ არ გვაინტერესებს. ეს არის ხელისუფლების უზურპაცია. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ წამოვიდეს ამ კომპრომისზე,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აქციაზე ასევე გაჟღერდა გზავნილი- “არა „ოცნებას“ და „ნაციონალებს”.

იპნ