პიკემ სლავიასთან მატჩის შემდეგ უცნაური განცხადება გააკეთა

პიკემ სლავიასთან მატჩის შემდეგ უცნაური განცხადება გააკეთაბარსელონამ საკუთარ მოედანზე პრაღის სლავიის დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გულშემკატკივარმა ბარსელონას ფეხბურთელები სტვენით გააცილა, მაგრამ ჟერარ პიკემ განაცხადა რომ ის შეხვედრას დადებითად აფასებს, რადგან ბარსელონას საგოლე მომენტები ჰქონდა:

”შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ თვითონ შეხვედრას ცუდად არ შევაფასებდი, რადგან მომენტები გვქონდა და ბურთს უბრალოდ კარში შესვლა არ უნდოდა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და შედეგებს აუცილებლად გამოვასწორებთ”.