პოლიციელებმა ნასვამი პირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს

პარლამენტის წინ აქციაზე რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ პირს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სიტყვიერად დაუპირისპირდა.

სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ნასვამი მოქალაქე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას გაარიდეს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ეხუმრა, რასაც მისი გაღიზიანება მოჰყვა.

“მოქალაქე მოვიდა, რომელიც ამბობს, რომ არის სურამიდან. ვუთხარი, რომ მომწონს სურამში კარგი ნაზუქი, რაზეც გაღიზიანდა”,- აცხადებს მოქალაქე, რომელიც სამართალდამცველებმა ტერიტორიას უკვე გაარიდეს.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი