პრაღაში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა

პრაღაში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართაპრაღაში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას 300.000-მდე ადამიანი ესწრებოდა, ადგილობრივი პოლიცია კი აცხადებს, რომ მომიტინგეთა რაოდენობა 200.000 იყო.

აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ მანიფესტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსები ინტერესთა კონფლიქტისგან უნდა გათავისუფლდნენ და პატივი სცენ ქვეყანაში მოქმედ კანონებსა და ინსტიტუტებს.

ანდრეი ბაბიშს ევროკავშირის ფონდებიდან სუბსიდიის სახით მიღებული 2 მილიონი ევროს თაღლითურად დაუფლებაში ედავებიან. კერძოდ, ეს თანხა მიიღო ფერმამ, რომლის მფლობელობა ბაბიშის კონგლომერატ „აგროფერტიდან“ გადავიდა ბაბიშის ოჯახის წევრზე, ვინაიდან სუბსიდიები გათვალისწინებული იყო საშუალო და მცირე ბიზნესებისთვის და „აგროფერტი“ მას ვერ მიიღებდა. რამდენიმე თვის წინ ჩეხეთის პოლიციამ მისთვის ბრალის წაყენებების რეკომენდაცია გასცა, თუმცა მეორე დღეს ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გადადგა და საქმეც დაიხურა.

იპნ