ქარელში დევნილთა კორპუსში გაზი აფეთქდა – დაშავდა 60 წლის მამაკაცი

ქარელში დევნილთა კორპუსში გაზი აფეთქდა - დაშავდა 60 წლის მამაკაციქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მცხოვრებმა 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული ქარელიდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან მერიამ მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა.