ახალი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა ამერიკულმა კომპანია “ედისონ რისერჩმა”, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გავიდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, საერთო შედეგის მიხედვით, ქართულ ოცნებას აქვს 26%, ხოლო ჯამში ოპოზიციას 44% აქვს. არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას გამოკითხულთა 30%-ს.
უფრო კონკრეტულად კი შედეგები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 26%
ნაციონალური მოძრაობა – 18%
ევროპული საქართველო – 6%
ლეიბორისტები – 4%
პატრიოტთა ალიანსი – 3%
სამოქალაქო მოძრაობა – 2%
ლელო – 2%გირჩი – 2%
ახალი საქართველო – 2%
დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო – 1%
გამარჯვებული საქართველო – 1%
შენების მოძრაობა – 1%
თავისუფალი საქართველო 1%
სამართლიანობისთვის – 1%
რესპუბლიკელები – 0%
ახალი მემარჯვენეები – 0%