”ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციას და აქციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

”ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციას და აქციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის შენობის წინ, ასფალტზე გაეკეთებინათ წარწერა “შეცვალე“ და „წადი”.

დაპირისპირების მიუხედავად, საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან“ საღებავით ეს სიტყვები მაინც დაწერეს. გარდა ამისა, გააკეთეს წარწერა „სისტემა უნდა დაინგრეს“.

“შეცვალეს” წევრები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან დარჩებიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პროტესტის დაფიქსირების შემდეგ კი ისევ პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

იპნ