ყვარელთან მერსედესი ხეს შეეჯახა – 3 ახალგაზრდა დაიღუპა

ყვარელთან მერსედესი ხეს შეეჯახა - 3 ახალგაზრდა დაიღუპათელავი-ყვარელის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა. მათგან 3 დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა უმძიმესია.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილები 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები არიან.

რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაშავებულს, რომელიც მანქანას მართავდა, ის 19 წლისაა.

“ძალიან სწრაფად დადიოდნენ. უბედურება მოხდა,” – აცხადებენ გარდაცვლილების ახლობლები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მცხოვრებლები არიან.