“ყველგან გვითვალთვალებენ, ხალხო, უშველით ქვეყანას” – ზურაბ ბუდაღაშვილის დედის მიმართვა

"ყველგან გვითვალთვალებენ, ხალხო, უშველით ქვეყანას" - ზურაბ ბუდაღაშვილის დედის მიმართვახელისუფლების მორიგი სკანდალი – 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს ზეწოლაში ადანაშაულებს, რომლებიც ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

ზეწოლაზე და თვალთვალზე საუბრობს ბუდაღაშვილის დედაც. მაგული გობეჯიშვილის თქმით, ხელისუფლებას ოჯახი ამოჩემებული ყავს და აბსურდული ბრალდებებით მის შვილებს აკავებენ.

“ამაზე მეტს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა როცა ორი შვილი ბრალდებული გყავს და ერთი კიდე ემიგრანტი და იმასაც ემუქრებიან თურმე, ის გვიშველისო ვფიქრობდი და უარესი საფრთხის ქვეშ არის, დავდივარ და უკან დამყვება ვიღაც, გავდივარ ქუჩაში მხვდება ვიღაც, სულ მითვალთვალებენ რა მაქვს სათვალთვალო? – სამი კაცი გავუზარდე ქვეყანას და არაფერს ვაშავებ ამ ქვეყანაში, სიმართლით ვცხოვრობ თუმცა, ჩემი ქმარი ჩადეს მიწაში შეეწირა ამასთან ბრძოლას, გამაგებინეთ ხალხო დავაშავეთ რამე? ამოჩემებული ოჯახი ვართ და სანამ სხვა ოჯახებს ამოიჩემებენ, სანამ სათითაოდ კარზე მოგვადგებიან, ხალხო უშველეთ ქვეყანას” – განაცხადა მაგული გობეჯიშვილმა.

ნიუპოსტი