თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები ქუთაისიდანაც უერთდებიან. ,,ნაციონალური მოძრაობის ” და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები დილიდან სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ივანიშვილს ღირსეულ პასუხს გასცემენ, რადგან მან ქართველი ხალხი შეურაცხყო და მოატყუა.
“ვაპროტესტებთ მთავრობის მორიგ ტყუის და ვუერთდებით აქციას. დღეს არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის კეთდება. არ ვაპატიებთ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და ღირსეულ პასუხს გავცემთ; და თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები გაგრძელდება”, -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათი თქმით, აქციაზე ქუთაისიდან დაახლოებით 500 ადამიანი წავა. ასევე, აქციას უერთდებიან იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
იპნ

