ქუთაისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

ქუთაისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდაქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.

დამტვრეულია სამი ავტომობილი. ადგილზე სასწრაფო და პატრული ეკიპაჟები არიან მობილიზებული. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა