რაჰიმ სტერლინგმა და ჯო გომესმა ნაკრების შეკრებაზე იჩხუბეს

რაჰიმ სტერლინგმა და ჯო გომესმა ნაკრების შეკრებაზე იჩხუბესინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. რამდენიმე ფეხბურთელი ერთმანეთს ესაუბრებოდა და ხუმრობდა, როდესაც მათთან სტერლინგი მივიდა და ჯო გომესს მიმართა:

”გგონია, ახლა დიდი ბიჭი ხარ?”. სტერლინგი სავარაუდოდ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ გომესი ლივერპულის სიტიზე გამარჯვებაზე საუბრობდა. საქმე იქამდე მივიდა რომ გომესი და სტერლინგი თანაგუნდელებმა გააშველეს, ხოლო ეს უკანასკნელი კი ნაკრებიდან დროებით მოკვეთეს.

გარეტ საუთგეიტმა დაადასტურა რომ ინციდენტი მოხდა და სტერლინგი ამის გამო დაისაჯა.