რონალდუმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა

რონალდუმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადაიუვენტუსის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ მილანთან მომხდარი ინციდენტის გამო თავის თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. საქმე იმაშია რომ მილანთან რონალდუ ნაადრევად შეცვალეს, რის შემდეგაც პორტუგალიელი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სტადიონი დატოვა.

ეს საქციელი ბუნებრივია იუვენტუსის ფეხბურთელებს არ მოეწონათ და ამის გამო გარკვეული კონფლიქტიც წარმოიშვა. რონალდუ თავის რამდენიმე თანაგუნდელს გაესაუბრა და კონფლიქტი ამოწურულია.