სალაჰი მოედანს მალე დაუბრუნდება

სალაჰი მოედანს მალე დაუბრუნდებამოჰამედ სალაჰმა კრისტალ პალასთან შეხვედრა გამოტოვა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა იურგენ კლოპს მისი ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხეს. კლოპმა განაცხადა რომ სალაჰს მცირე ტრავმა ჰქონდა და მან ეგვიპტელი ფეხბურთელის დასვენება ამჯობინა, მაგრამ ნაპოლის წინააღმდეგ სალაჰი მოედანზე იქნება:

”სალაჰი ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა, თან მას მცირე ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ვამჯობინე რომ ის მოედანზე არ გამოსულიყო. ნაპოლის წინააღმდეგ სალაჰის იმედი გვაქვს და ის აუცილებლად ითამაშებს. ნაპოლისთან მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ”.