სალომე ზურაბიშვილს სალობიეში აქციის მონაწილეებმა მწნილი მიუტანეს

სალომე ზურაბიშვილს სალობიეში აქციის მონაწილეებმა მწნილი მიუტანესპარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობე „ბიასთან“ მას შემდეგ მივიდა, რაც ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქ ვახშობს.

აქციის მონაწილეებმა სალობიეში სიმბოლურად მწნილი მიიტანეს. ისინი აცხადებდენ, რომ პირადად სურდათ პრეზიდენტთან გასაუბრება და მოუწოდეს მას, რომ მათთან შესახვედრად გამოსულიყო.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. საბოლოოდ, გაკეთდა კორდონი, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა შენობა ავტომობილით დატოვა. მას კომენტარი არ გაუკეთებია.

იმედინიუსი