სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ – მისი ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - მისი ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვესსამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სოფელ საჯავახოში მდინარეზე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დაკარგულია 30 წლამდე მამაკაცი, რომლის ტანსაცმელიც მდინარის პირას იპოვეს. მამაკაცი სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, მდინარეში გადახტა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.