შალვა ნათელაშვილი ვლადიმერ პუტინს მიმართავს

შალვა ნათელაშვილი ვლადიმერ პუტინს მიმართავს“ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასრულებისას, რუსეთის საელჩოსთან მივიდა. ნათელაშვილმა რუსეთის პრეზიდენტსა და უმაღლესს ხელმძღვანელობას მოუწოდა, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო ძალები საქართველოდან.

“გაიყვანონ ბაზები, დაგვიბრუნონ ჩვენი მიწები, გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დაამთავრონ ჩვენი წამება და მერე შემოვიდნენ საქართველოში მეგობრებად, ინვესტორებად, ბიზნესმენებად. სხვა შემთხვევაში რუსეთს უნდა დაედოს ფინანსური სანქციები,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.