“შეხვედრაზე დავარწმუნებთ, რომ “გერმანული მოდელი” არ შეესაბამება კონსტიტუციას” – ირაკლი კობახიძე

"შეხვედრაზე დავარწმუნებთ, რომ "გერმანული მოდელი" არ შეესაბამება კონსტიტუციას" - ირაკლი კობახიძეოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ხვალ შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება.

“ქართული ოცნების” წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, ხვალიდელ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს ისინი დაარწმუნებენ, რომ შეუსაბამოა მოქმედი კონსტიტუციისთვის.

“კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი. საკითხი ძალიან ნათელია, იმხელა შეუსაბამობაა საქართველოს კონსტიტუციასა და „გერმანულ მოდელს“ შორის, რომ ერთადერთი დამატებითი ახსნა არის საჭირო და მეტი არაფერი. ჩვენ გვქონდა ამის ახსნის საშუალება ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებასაც ვაწვდით ინფორმაციას და ხვალ ამაზეც გაიცვლება მოსაზრებების. ამის მიღმაც ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ოპოზიციის წარმომადგენლები” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ,